სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
აგროლეინი - ხილის გადამმუშავებელი საწარმო

იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარციხეში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო, შპს „აგროლეინი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამურად 1,046,500 ლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 419,397 ლარი გრანტია, ხოლო 522,495 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმოს წლიური წარმადობა არის 300 ტონამდე ხილის გადამუშავება. პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საზღვარგარეთ. სეზონზე გადამმუშავებელ საწარმოში საშუალოდ 150 ადამიანია დასაქმებული. კომპანიამ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით საერთაშორისო სტანდარტი ISO:22 000 დანერგა.

17 ივლისი