სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
„კაპისტონი“ - მეღვინეობა
მეღვინეობა „კაპისტონი“ საქმიანობას ახორციელებს 2018 წლიდან, მეღვინეობაში აქცენტი კეთდება ქართლის უნიკალურ ვაზის ჯიშებზე. კომპანიამ ისარგებლა სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამებით, „შეღავათიანი აგროკრედიტით“ და სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამით - „ახალგაზრდა მეწარმე“, რომელიც ხორციელდება დანიის სართაშორისო განვითარების სააგენტოს (DANIDA) დაფინანსებით. მეღვინეობაში დასაქმებულია 5 ადამიანი, წელიწადში აწარმოებენ 20 ტონა ქვევრის ღვინოს. „კაპისტონის“ პროდუქციის რეალიზება ხდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ხორციელდება ექსპორტი ევროპასა და აშშ-ში.
16 ოქტომბერი