სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
მინდია ქავთარაძე (კოოპერატივი

მეფუტკრეობის მეურნეობა ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოში მდებარეობს. მინდია ქავთარაძე კოოპერატივის „თაფლი საჩინო“ თავმჯდომარეა, რომელსაც 2017 წელს, წყალდიდობამ მეფუტკრეობის ინვენტარი თითქმის სრულად გაუნადგურა. სახელმწიფოს დახმარებით, სტიქიით დაზარალებულ ფერმერებს საშუალება მიეცათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა განეახლებინათ. კოოპერატივის წევრებმა ისარგებლეს „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამით“ და შეიძინეს 600 ერთეული სკა. კოოპერატივი „თაფლი საჩინო“ შედგება 70-მდე წევრისგან, კოოპერატივმა ასევე ისარგებლა სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამით „შეღავათიანი აგროკრედიტი“.

კოოპერატივი აწარმოებს წელიწადში 70 ტონამდე თაფლს, რომლის რეალიზაცია ძირითადად ხდება ადგილობრივ ბაზარზე და იგეგმება პროდუქციის საექსპორტო ბაზრებზე გატანაც. ასევე მინდია ქავთარაძემ ისარგებლა პროგრამით „დანერგე მომავალი“ და შექმნა ჟოლოს სანერგე მეურნეობა 1.5 ჰა მიწის ფართობზე. სანერგე მეურნეობაში დაგეგმილია წელიწადში 300 000 ნერგის წარმოება.

27 ნოემბერი