სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
ქვემო ქართლის რეგიონში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას ეცნობიან

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს წარუდგინეს.

ქვემო ქართლში გამართულ შეხვედრაზე მხარის რწმუნებულმა  შოთა რეხვიაშვილმა  და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ხუცაიძემ ფერმერებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა  „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ გააცნეს და პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

„ჩვენ მზად ვართ, რომ ასეთი შეხვედრები კვლავ  გავაგრძელოთ, თითოეულ ფერმერს მივაწოდოთ ინფორმაცია, მნიშვნელოვანია რომ  მაქსიმალურად გამოიყენონ ის შეთავაზებები, რასაც ხელისუფლება მათ სთავაზობს“ - აღნიშნა ქვემო ქართლის რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.

კონსტანტინე ხუცაიძის განცხადებით, იმ პროგრამების მეშვეობით, რასაც სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღონ.

ანტიკრიზისული გეგმა 1 ჰექტარ რეგისტრირებულ მიწაზე ფერმერისთვის 850-დან 1700 ლარამდე დახმარების გაცემას ითვალისწინებს. გარდა ამისა, გაზრდილია სახელმწიფოს მხრიდან საკრედიტო და საგრანტო დახმარების მოცულობა, ტექნიკური დახმარება და სხვა.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ პრეზენტაცია საქართველოს ყველა  რეგიონში გაიმართება.

22 მაისი