სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა
აგროწარმოება
  • აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა
  • პირველადი წარმოების კომპონენტი
  • გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების კომპონენტი
  • სანერგე მეურნეობები
  • იხილეთ ხშირად დასმული შეკითხვები
აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა

* აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება 2020 წლის 9 იანვრიდან  შეჩერებულია ყველა მიზნრობრიობით.

შენიშვნა: განაცხადების განხილვა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ მომენტში ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი ბიუჯეტი. 

* გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება დაშვებულია მხოლოდ 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 

პროგრამა ხორციელდება „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) ფარგლებში. 
პროგრამა ფინანსდება სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) მიერ.
პროგრამა ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და მას ახორციელებს ა(ა)იპ "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო.

პროგრამის მიზნები:

• პირველადი წარმოების პროდუქტის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა;
• არსებული ბაღების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების ხელშეწყობა;
• მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების გაფართოებისა და მოდერნიზაციის ხელშეწყობა;
• ახალი გადამამუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების შექმნის ხელშეწყობა;
• საერთაშორისო სტანდარტების და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა;

პროგრამის კომპონენტები:
პროგრამა მოიცავს კომპონენტებს როგორც ინდივიდუალური ფერმერების, ასევე გადამამუშავებელი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსებისთვის.
• პირველადი წარმოების კომპონენტი - ინდივიდუალური ფერმერების, რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება;
• გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების კომპონენტი - მოქმედი/ახალი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება;

პროგრამის პრიორიტეტები:
პროგრამის განხორციელების მიზნობრივი გეოგრაფიული არეალია:

საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი ქალაქი შემდეგი თვითმმართველი ქალაქების: თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ფოთის გარდა.

* შენიშვნა აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ქ. თბილისში 30 წლამდე ახალგაზრდებსა და მდედრობითი სქესის წარმომადგენელ ბენეფიციარებზე, რომელთაც სურთ თანადაფინანსების მიღება ყვავილების სასათბურე მეურნეობის მოწყობის/რეალიზაციის მიზნით.

პირველადი წარმოების და გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტების ფარგლებში დასაფინანსებელი სასოფლო-სამეურნეო კულტურები:

* შენიშვნა შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნარგავებით შემოღობვა (ე.წ. მწვანე შემოღობვის უზრუნველყოფა).

• ხურმა;
• ვაშლი;
• ატამი;
• ბოსტნეული;
• დაფნა;
• თაფლი;
• კენკროვანი კულტურები;
• თაფლოვანი კულტურები;
• კაკალი;
• ყვავილების კულტურები;
• თხილი 

შენიშვნა: თხილის კულტურის თანადაფინანსების მიზნობრიობას წარმოადგენს მხოლოდ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა და თანადაფინანსება განხორციელდება მხოლოდ ორ რეგიონში: სამეგრელო ზემო-სვანეთი და გურია. თხილის კულტურის შემთხვევაში წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა განხორციელდება არანაკლებ 0.1 და არაუმეტეს 3 ჰაზე.

.