სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა

აგროდაზღვევა
პროექტის შესახებ
აგროდაზღვევა

აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას.

პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო". პროგრამის განხორციელების მიზნით, სააგენტო აფორმებს ხელშეკრულებებს საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიცენზირებულ შესაბამის სადაზღვევო კომპანიებთან, აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე ახდენს სადაზღვევო პრემიის სუბსიდირებას და მათ მონიტორინგს.

დაინტერესებულ ბენეფიციარებს სადაზღვევო პოლისის შეძენა შეეძლებათ საქართველოში მოქმედ 7 სადაზღვევო კომპანიაში:

  • ალდაგი
  • ჯი პი აი ჰოლდინგი
  • სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია
  • არდი
  • ალფა
  • თიბისი დაზღვევა
  • ნიუ ვიჟენ დაზღვევა

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი დაფარავს შემდეგ სადაზღვევო  რისკებს:

  • სეტყვა
  • წყალდიდობა
  • ქარიშხალი
  • საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის) - 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში

აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს ჰა -მდე მიწის ნაკვეთი, ხოლო მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 30 ჰა (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის). თითოეული დამზღვევი 70% -იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზეხოლო ვაზზე 50% - (სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე/მოსარგებლეზე გადასახდელი პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს). ამასთან, დამზღვევს შესაძლებელია დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად. პროგრამის მიხედვით განსაზღვრული იქნება ფიქსირებული სადაზღვევო ტარიფი.

დასაზღვევად მიიღება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები.

დამზღვევი ან/და მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელზეც განთავსებულია დაზღვევის ობიექტი, რეგისტრირებული უნდა იყოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.

პროგრამის ფარგლებში, ერთწლიანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, დაიშვება ისეთი სადაზღვევო პოლისების გაცემა, რომლის ფარგლებში დაზღვეულია შესაბამისი კალენდარული წლის მოსავალი. მრავალწლიანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, დაიშვება ისეთი სადაზღვევო პოლისის გაცემა, რომლის ფარგლებში დაზღვეულია არა უმეტეს სამი კალენდარული წლის მოსავალი. მოცდის პერიოდი მოიცავს 4 კალენდარულ დღეს.

პროგრამის ფარგლებში გაცემული სადაზღვევო პოლის(ებ)ის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ ერთი თვის ვადით და არა უმეტეს კონკრეტული წლის მოსავლის ციკლის გათვალისწინებით. ამასთან, პოლისის მოქმედება იწყება მომდევნო კალენდარული წლის მოსავლის პერიოდზე, მას შემდეგ, რაც დასრულდება კონკრეტული კულტურის მოსავლის აღების/ტექნიკური სიმწიფის პერიოდი.

მრავალწლიანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, მრავალწლიან სადაზღვევო პოლისზე დაზღვევა დაიწყება ბენეფიციარის მიერ სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული კონკრეტული წლის სადაზღვევო პრემიის საკუთარი წილის სადაზღვევო კომპანიისთვის გადახადისთანავე, ამასთან, ბენეფიციარმა მომდევნო კალენდარული წლის მოსავლის პერიოდზე სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის თანხა უნდა გადაიხადოს მას შემდეგ, რაც დასრულდება კონკრეტული კულტურის მოსავლის აღების/ტექნიკური სიმწიფის პერიოდი, მაგრამ არა უგვიანეს მიმდინარე წლის 31 დეკემბრისა. 

დადგენილება აგროდაზღვევის პროგრამის დამტკიცების შესახებ

დანართი # 6-ზიანის დარეგულირების სახელმძღვანელო