სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი
სასოფლო სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება
  • გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი
  • გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტი
    • პირობები
    • შესაბამისობის კრიტერიუმები
    • პრიორიტეტები
    • ეტაპები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია
    • სპეციალური პირობები
  • შემნახველი საწარმოების კომპონენტი
    • პირობები
    • შესაბამისობის კრიტერიუმები
    • ეტაპები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია
ავტორიზაცია
რეგისტრაცია
გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი

პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.

*  გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება შეჩერდა 2017 წ. 7 აგვისტოდან, რომელიც ხორციელდებოდა ელექტრონული ფორმით  www.arda.gov.ge -ის საშუალებით.

პროექტი მოიცავს ორ კომპონენტს:

1) გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი;

2) შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი;

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება შესაძლებელია შემდეგი წყაროების გამოყენებით:
ა) სააგენტოს თანადაფინანსება - პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%, მაგრამ არაუმეტეს 600 000 ლარისა;
ბ) შეღავათიანი კრედიტი/ლიზინგი - არაუმეტეს 1 500 000 ლარისა;
გ) ბენეფიციარის საკუთარი თანამონაწილეობა ან/და პროექტის დაფინანსების ალტერნატიული ფინანსური წყარო.

შენიშვნა: თანადაფინანსების სპეციალური პირობები ვრცელდება იმ პროექტებზე, რომლებიც განხორციელდება მაღალმთიანი დასახლებებისა და გაყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ნუსხით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან/და რომელსაც განახორციელებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. აღნიშნულ შემთხვევაში სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 60%-ით თუმცა არაუმეტეს 600,000 ლარისა.

მიზნობრივი სეგმენტი

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის მიზნობრივი არეალია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი ქალაქი, შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი.

სამთავრობო განკარგულება #139 27.07.2017