სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა

პროგრამის დაწყების თარიღი 26.03.2019.

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება განხორციელდება ელექტრონული ფორმით (ვებ გვერდის arda.gov.ge მეშვეობით). განაცხადები მიიღება 2020 წლის 2 მარტიდან.

 პროგრამის მიზანი:

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის მიზანია მოსავლის ამღებ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე (ნებისმიერი ტიპის მოსავლის ამღები ტექნიკა, როგორც თვითმავალი, ასევე მისაბმელი, გარდა ყურძნის მოსავლის ამღები ტექნიკისა) ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პროგრამის პირობები:

სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე მარცვლეულის მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (კომბაინის) შემთხვევაში შეადგენს ღირებულების არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150,000 ლარისა, ხოლო სხვა ტიპის მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში არამეტეს 50%-ს არაუმეტეს 150,000 ლარისა. 

შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი), კერძოდ, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ 2 პირობას:

  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს 2 კალენდარული წლით ადრე;
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკაზე საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით;

პროგრამის ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ;

პროგრამის ბენეფიციარი

საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან ინდივიდუალური მეწარმე ან საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირი (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას;

პროგრამის ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში. „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში დასარეგისტრირებლად დაუკავშირდით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო სამსახურს ნომერზე 1501N135 დადგენილება პოგრამაში ცვლილების შეტანის შესახებ

შეზღუდვები:

  • პროგრამის ფარგლებში შეძენილმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკამ შეძენიდან 5 წლის განმავლობაში არ უნდა გადაკვეთოს საქართველოს საზღვარი;
  • ბენეფიციარი პროგრამის ფარგლებში შეძენილ ტექნიკას ვერ გაყიდის/გაასხვისებს 5 წლის განმავლობაში;
  • პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს პროგრამის ფარგლებში შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (რომელიც არის იდენტიფიცირებადი და ენიჭება სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირების სახელმწიფო ნომერი გაცემული სსიპ "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს" მიერ) დაგირავება სააგენტოს სასარგებლოდ 5 წლის ვადით;
  • პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის მიერ შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სააგენტოს სასარგებლოდ დაგირავება უნდა განხორციელდეს თანადაფინანსების ტრანშის მიღებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში;
  • პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის მიერ შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე სააგენტოს გირავნობა შესაძლოა იყოს რიგით მეორე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული კრედიტი და ამ კრედიტის უზრუნველსაყოფად საფინანსო ინსტიტუტი არის ტექნიკის პირველი რიგის მოგირავნე;
  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაგირავებას სააგენტო არ განახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს ლიზინგი, ამასთანავე თუ ტრანშის გაცემიდან 5 წლის განმავლობაში ბენეფიციარი მოახდენს სალიზინგო კომპანიისაგან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადმოფორმებას, ვალდებულია ტექნიკა დააგირავოს სააგენტოს სასარგებლოდ გადმოფორმებიდან 5 წლის ვადის გასვლამდე დარჩენილ პერიოდზე.

ინტერესთა კონფლიქტი

პოტენციური ბენეფიციარი ვერ მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას, თუ პოტენციური ბენეფიციარი ან მისი დამფუძნებელი/მეპაიე/აქციონერი ფლობს წილს/აქციას/პაის წარმოდგენილ ინვოისით/ხელშეკრულებით გათვალისწინებული სასოფლოს-სამეურნეო ტექნიკის მომწოდებელ კომპანიაში.

თანადაფინანსების მიღების ეტაპები:

განაცხადისა და თანმდევი დოკუმენტაციის წარდგენა

  • პოტენციური ბენეფიციარი შედის სააგენტოს ვებ. გვერდზე www.arda.gov.ge, ირჩევს „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას“, რეგისტრირდება ვებ.გვერდზე, ავსებს ელექტრონული განაცხადის ფორმას, ტვირთავს თანმდევ დოკუმენტებს და აგზავნის განაცხადს (თანმდევი დოკუმენტაციასთან ერთად); 

შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ  თანმდევი დოკუმენტებიდან, რომელიმე იქნება გამოტოვებული განაცხადი იქნება უარყოფილი და პროცედურების გავლა განმცხადებელს მოუწევს თავიდან.

  • სააგენტო განიხილავს პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილ განაცხადსა და დოკუმენტაციას. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი და თანმდევი დოკუმენტაცია არ შეესაბამება პროგრამის პირობებს, განაცხადი უარყოფილია ვებ.გვერდის ან/და ელ. ფოსტის საშუალებით განმცხადებელს ეცნობება უარყოფის მიზეზი ვებ.გვერდის საკუთარ პანელში ან/და ელ. ფოსტაზე. ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში პოტენციური ბენეფიციარი უფლებამოსილია შემოიტანოს ახალი განაცხადი და გაიაროს ყველა საჭირო პროცედურა თავიდან;
  • განაცხადების განხილვას სააგენტო განახორციელებს რიგითობით განაცხადის წარმოდგენის თარიღის მიხედვით.

თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმება

  • იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი და თანმდევი დოკუმენტაცია შეესაბამება პროგრამის პირობებს, ბენეფიციართან გაფორმდება თანადაფინანსების ხელშეკრულება, სადაც აღწერილი იქნება ბენეფიციარის და სააგენტოს ვალდებულებები (იხ. დანართი #1.4) (დანართი #1.4.1)  (დანართი #1.4.2);
  • ბენეფიციარს ხელშეკრულების გამზადების შესახებ ინფორმაცია ეცნობება სატელეფონო ცხელი ხაზის ან/და ელ ფოსტის საშუალებით განაცხადში მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან/და ელ. ფოსტაზე. ბენეფიციარი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბენეფიციართან არ გაფორმდება ხელშეკრულება და პროცედურების გავლა მოუწევს თავიდან;
  • ბენეფიციართან თანადაფინანსების ხელშეკრულება გაფორმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების გაფორმების თარიღში ხელმისაწვდომი იქნება პოტენციური ბენეფიციარის მიერ მოთხოვნილი თანადაფინანსების შესაბამისი ბიუჯეტი.

თანადაფინანსების გაცემა

თანადაფინანსების მისაღებად ბენეფიციარი თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში სააგენტოს კანცელარიაში/საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრში წარადგენს თანადაფინანსების ან მისი რომელიმე ტრანშის მოთხოვნის განცხადებას და თანმდევ დოკუმენტაციას. იმ შემთხვევაში თუ, ტრანშის მოთხოვნა არ განხორციელდება აღნიშნულ ვადაში თანადაფინანსების ხელშეკრულება გაუქმებულია და ბენეფიციარს მოუწევს ყველა საჭირო პროცედურის გავლა თავიდან.

თანადაფინანსების ხარჯვის მიზნობრიობის დადასტურება

ბენეფიციარმა, პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად, თანადაფინანსების მიღებიდან 5 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა პროგრამით გათვალისწინებული თანხების (ბენეფიციარის თანამონაწილეობა და სააგენტოს თანადაფინანსება) მიზნობრივად ხარჯვასთან და მიზნობრიობის შესრულებასთან დაკავშირებით, რომელშიც აღწერილი უნდა იყოს დასკვნის მომზადების მეთოდოლოგია და თან უნდა ახლდეს დასკვნის მომზადებისთვის გამოყენებული ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლ(ებ)ი.

გირავნობის ხელშეკრულების გაფორმება

სააგენტო ბენეფიციარის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ახდენს პროგრამის ფარგლებში შესყიდული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (რომელიც არის იდენტიფიცირებადი და ენიჭება სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირების სახელმწიფო ნომერი გაცემული სსიპ "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს" მიერ) გირავნობით დატვირთვას 5 წლის ვადით, თანადაფინანსების ტრანშის მიღებიდან 6 თვის ვადაში.

N135 დადგენილება პოგრამაში ცვლილების შეტანის შესახებ