სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“ აცხადებს ვაკანსიას

()იპსოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ყვარლის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტის - ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.ყვარელი.

გრაფიკი: სრული.

ხელფასი: 1200 ლარი. 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში სამუშაოების დაგეგმვა და მიმდინარეობის კოორდინაცია.
  • საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლებს შორის შესასრულებელი სამუშაოს გადანაწილება, შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.
  • გადაწყვეტილებების მიღება სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე.
  • სააგენტოს ხელმძღვანელობის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის დამუშავება და ანგარიშების მომზადება.
  • სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის განხორციელების, ასევე, თეორიული და პრაქტიკული რეკომენდაციების გაცემის უზრუნველყოფა დაინტერესებული პირებისთვის, საოფისე, საველე და სატელეფონო კონსულტაციების გზით.
  • საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადება, ანალიზი და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.
  • სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა, საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტა.
  • მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებში მონაწილეობა.
  • ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების დამუშავების, კულტურების მოსავლის, პროდუქტების წარმოების რაოდენობის შესახებ და სხვ. მოძიების, შეგროვების, დამუშავების, ანალიზისა და შესაბამისი პროგრამული ასახვის უზრუნველყოფა.
  • მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი.
  • სააგენტოს პოლიტიკისა და პროექტების/პროგრამების შესახებ მოსახლეობასთან სისტემატიური საინფორმაციო სახის შეხვედრების მოწყობა და კომპეტენციების ფარგლებში მონაწილეობა.
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ყოველდღიური (საჭიროების შემთხვევაში) და ყოველკვირეული საბითუმო და საცალო ფასების მოძიებისა და შესაბამის ვებ-გვერდზე ონლაინ რეჟიმში ასახვის უზრუნველყოფა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული, ხელმძღვანელობის სხვა მითითებებისა და დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება აგრარული მიმართულებით.
  • მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
  • საოფისე პროგრამების Microsoft Office ცოდნა. 

სხვა მოთხოვნები:

  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი.
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი.
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილებისა და დაგეგმვის უნარი.
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი.
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • გუნდურად მუშაობის უნარი.
  • პრობლემების ანალიზის უნარი.
  • სტრესულ სიტუაციაში ადექვატური ქცევის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 17 ივლისი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე hr@arda.gov.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მთავარი სპეციალისტი-ყვარელი” - წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული.

თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, შემდგომი გამოყენებისთვის.

არასრული/არაზუსტი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

სააგენტოს შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ: www.arda.gov.ge

დიდი მადლობა ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის. გისურვებთ წარმატებას!