ქვეყნის მასშტაბით, სოფლის განვითარების სააგენტოს 9 რეგიონული სამსახური და 45 საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებს. რომლებიც საექსტენციო მომსახურების სერვისს სთავაზობენ ფერმერებს,

სოფლის განვითარების სააგენტოს ექსტენციონისტის ფუნქცია, ასევე, არის დაინტერესებულ პირს მიაწოდოს ინფორმაცია სოფლის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი მხარდამჭერი ღონისძიებების და პროექტების შესახებ.

საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს, როგორც საოფისე და დისტანციურ, ასევე საველე კონსულტაციას. სოფლად გასვლითი შეხვედრების ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს ფერმერთათვის ტრენინგების ჩატარება ექსტენციონისტების მიერ.

საკონსულტაციო ცენტრთან მომართვისათვის, გთხოვთ, აირჩიეთ სასურველი ცენტრი რუკაზე