სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
F.A.Q.
ხშირად დასმული კითხვები
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირება
  • აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა
  • შეღავათიანი აგროკრედიტი
  • დანერგე მომავალი
  • ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამა
  • გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი
  • აგროდაზღვევა
  • ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირება
ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განცხადების გაკეთება არ მოითხოვება, პროგრამაში მონაწილეობას ავტომატურად მიიღებენ ჯამურად არანაკლებ 0.25 ჰა და არაუმეტეს 10 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (გარდა სათიბ საძოვრის კატეგორიისა) რეგისტრირებული მიწის მესაკუთრეები.  და  პირები რომელთაც თანამესაკუთრებაში გააჩნიათ ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა და არაუმეტეს 10 ჰა მიწის ნაკვეთი (გარდა სათიბ საძოვრის კატეგორიისა).

*(იჯარით გაცემული მიწის ფართობები არ მონაწილეობს პროგრამაში)

რამდენი იქნება სუბსიდია?

სუბსიდირება შეადგენს 1 ჰა-ზე 200 ლარით/200 ქულით, ანუ 10 ჰა-მდე 2,000 ლარი, სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება არაუმეტეს 2000 ლარით/2000 ქულით (10 ჰა-ზე გადაანგარიშებით).

თუ ბენეფიციარს საკუთრებაში ჯამურად გააჩნია არანაკლებ 0.25 ჰა და  არაუმეტეს 10 ჰა  მიწის ნაკვეთ(ებ)ი  სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 200 ლარით - შესაბამისად ბარათზე  დარიცხული 200  ქულით 1ჰა მიწის ნაკვეთზე პროპორციული გადაანგარიშებით ან/და თუ ბენეფიციარს თანასაკუთრებაში გააჩნია ერთი საკადასტრო კოდით  რეგისტრირებული  არანაკლებ 0.25 ჰა და  არაუმეტეს 10 ჰა  მიწის ნაკვეთ(ებ)ი სუბსიდიის მუცულობა განისაზღვრება თითოეულ თანასაკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე 200 ლარით - შესაბამისად ბარათზე  დარიცხული 200  ქულით 1ჰა მიწის ნაკვეთზე პროპორციული გადაანგარიშებით.

 

როგორ შემიძლია მივიღო მონაწილეობა აღნიშნულ პროგრამაში და როგორ გამოვთვალო ჩემი ბარათის ქულები?

ფერმერებს სს „ლიბერთი ბანკის“ პლასტიკურ ბარათებზე დაერიცხებათ ქულები, 1 ჰა- 200 ლარი, 1 ქულა = 1 ლარს, შესაბამისად 200 ქულა. ბენეფიციარი მიიღებს საკუთრებაში არსებული დარეგისტრირებული მიწის მოცულობის შესაბამის სუბსიდიას, მაგალითად: თუ გაქვთ 0.25 ჰა- მიიღებთ 50 ლარს, თუ გაქვთ 10 ჰა მიიღებთ 2, 000 ლარს.

რაში გამოვიყენებ ბარათზე დარიცხულ ქულებს?

ქულებით შესაძლებელია სპეციალიზირებულ მაღაზიებში  პოს-ტერმინალზე გადახდით  შეისყიდონ სასოფლო- სამეურნეო საქონელი.

ხვნის მომსახურების მიღება ფერმერს შეეძლება მხოლოდ შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანია“-ში (ყოფილი „მექანიზატორი“), სადაც მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება დარიცხული ქულების მეშვეობით პოს ტერმინალის მეშვეობით. ხვნის საფასურია 1 ჰა 150 ლარი/150 ქულა.

პასუხი: მიწის მფლობელებს შეეძლებათ შეისყიდონ სასუქები, მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები, სათესლე და სარგავი მასალები, და ხვნის სერვისი. აქედან:

  • 0.25 და 1.25 მდე მიწის ფართობის მფლობელებს/თანამესაკუთრეებს შეეძლებათ შეისყიდონ მხოლოდ სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები, სათესლე და სარგავი მასალები,

რაც შეეხება 1.25-დან 10-ჰამე მიწის ნაკვეთის მფლობელები/თანამესაკუთრეები დამატებით შეძლებენ არაუმეტეს 10 ჰა მიწის ფართობზე ხვნის სერვისის მიღებას. შესაძლებელია მხოლოდ შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების“ კომპანიაში (ყოფილი შპს მექანიზატორი“) საქართველოს ყველა რეგიონში განთავსებულ 12 სერვის ცენტრში.

სად უნდა ავიღო ბარათი და როდიდან?
ფერმერმა 20 მაისიდან ეტაპობრივად უნდა მიმართოს მისთვის სასურველ სს „ლიბერთი ბანკის“ 
ნებისმიერ ფილიალს და აიღოს ბარათი, რომელსაც სს „ლიბერთი ბანკი“ უსასყიდლოდ დაუმზადებს და გადასცემს. თუ რამდენი ქულა აქვს დარიცხული ფერმერს/ბენეფიციარს მას შეუძლია გადაამოწმოს ლიბერთი ბანკის ცხელ ხაზზე (2555500) დარეკვით ან ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემების შეყვანით, რომელიც გააქტიურდება 20 მაისიდან ეტაპობრივად (https://www.myliberty.ge)
რა პერიოდში შემიძლია აგრობარათებზე დარიცხული სუბსიდიის/ქულების გამოყენება?

აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა არაუგვიანეს 2021 წლის 20 მაისი. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება პლასტიკურ ბარათზე დარიცხული ქულების ათვისება, 2021 წლის 21 მაისიდან  სააგენტო მოახდენს გამოუყენებელი ქულების გაუქმებას. 

თუ მიწა დარეგისტრირებული არ მაქვს პროექტში მონაწილეობას ვერ მივიღებ?

თუ მიწა ფერმერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული არ აქვს, დახმარებას მიიღებს მას შემდეგ, რაც ფერმერი განახორციელებს ნაკვეთის პირველად რეგისტრაციას პროგრამის დაწყების შემდგომ, მას შესაძლებლობა აქვს მიწის რეგისტრაციის ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, მომდევნო თვიდან მიმართოს ლიბერთი ბანკს.

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა
ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განცხადების გაკეთება არ მოითხოვება, პროგრამაში მონაწილეობას ავტომატურად მიიღებენ 0.25 ჰა-დან რეგისტრირებული მიწის ფართობის მქონე ფერმერები, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (გარდა საძოვრის კატეგორიისა) მესაკუთრე/თანამესაკუთრე იურიდიული და ფიზიკური პირები.  100 ჰა მეტი ფართობის მქონე ბენეფიციარები მიიღებენ დიზელზე ფასდაკლებას, არაუმეტეს 15 000 ლიტრის ოდენობით.

როგორ მივიღო დიზელის ფასდაკლების ბარათი?

ფასდაკლების ბარათის მისაღებად ეტაპობრივად უნდა მიმართოთ სააგენტოს რეგიონულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებს.

როდიდან არის შესაძლებელი პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

2020 წლის მაისის მეორე ნახევრიდან ეტაპობრივად დარიგდება ფასდაკლების ბარათები და გამოყენება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წილის ბოლომდე.

რა შეღავათს გულისხმობს დიზელის ფასდაკლების ბარათი?

ბენეფიციარებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონალურ სამსახურებში დაურიგდებათ ავტოგასამართი კომპანიის ფასდაკლების ტალონები, რითიც შეძლებენ დიზელის შესყიდვას, შეღავათიან ფასად. ფერმერებს ექნებათ შესაძლებლობა,  სახელმწიფო კონსოლიდირებულ ტენდერში დაფიქსირებულ ფასზე 20 თეთრით  იაფად  შეისყიდონ საბითუმო ბაზებიდან, ხოლო ავტოგასამართი სადგურებიდან 16 თეთრის ფასდაკლებით, მისთვის საჭირო რაოდენობის დიზელის საწვავი, გამარჯვებული კომპანიის მიერ მითითებულ გასამართ სადგურებზე.

ფასდაკლების ბარათი იქნება ჯამურ ლიმიტზე (ლიტრებზე) თუ გამოვიყენებ ეტაპობრივად?

ფასდაკლების ბარათები იქნება სხვადასხვა ნომინალის და სურვილისამებრ განახორციელებთ სასურველი ოდენობის ბარათების გამოყენებას. 

როგორ განისაზღვრება საწვავის ლიმიტი ?

სუბსიდირება შეადგენს 1 ჰა-ზე  გაანგარიშებით 150 ლიტრი დიზელის შეღავათიან ფასად შეძენას, ანუ 10 ჰა-ზე 1500 ლიტრის შეღავათიან ფასად შეძენას. იგივე ლოგიკით 100 ჰას ჩათვლით.

100 ჰა და მეტი მიწის ფართობის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები  შეღავათიან ფასად შეიძენს არაუმეტეს  15 000 ლიტრ დიზელს.

შეღავათიანი აგროკრედიტი
რა რაოდენობის თანხის აღება შეულია ფიზიკურ პირს?

მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ძირითადი საშუალების კომპონენტში ფიზიკურ პირს შეუძლია აიღოს სესხი 20 000 ლარიდან 75 000 ლარის ჩათვლით, ხოლო მექანიზაციის ქვეკომპონენტში 7000 ლარიდან 75 000 ლარის ჩათვლით.

შესაძლებელია თუ არა შეღავათიანი აგროკრედიტით მიწის ფართობის შეძენა?

მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაუშვებელია მიწის ფართობის შეძენა.

ვის უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა შეღავათიანი აგროკრედიტით რომ ისარგებლოს?

დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს პროექტში მონაწილე საფინანსო ინსტიტუტებს. 

ვფლობ მესაქონლეობის ფერმას და მსურს მისი გაფართოება, შემიძლია თუ არა პროექტში მონაწილეობის მიღება?

დიახ, შეგიძლიათ ისარგებლოთ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით ძირითადი საშუალებების დაფინანსებისთვის. მესაქონლეობის ფერმის გაფართოების  შემთხვევაში დაცული უნდა იყოს ფერმის სტანდარტები,ხოლო შესაძენი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იდენტიფიცირებული უნდა იყოს  სურსათის უვნებლობის სააგენტოში.

რამდენ პროცენტს შეადგენს სააგენტოს თანამონაწილეობა და რა ვადით თანამონაწილეობს ?

ძირითადი საშუალებების დაფინანსებისას ბანკის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთების თანადაფინანსება სააგენტოს მხრიდან განხორციელდება სესხის ძირითადი თანხის 11%-ის ოდენობით არა უმეტეს 66 თვის ვადით, ლიზინგის შემთხვევაში დაფინანსებისას მაქსიმუმ 12%-ისა  ოდენობით არა უმეტეს 66 თვის ვადით, ხოლო აწარმოე საქართველოს სოფლის მეურნეობის ნაწილის შემთხვევაში 10 %-ის ოდენობით, არაუმეტეს 24 თვის ვადით, თავის პროცენტულ თანამონაწილეობას სააგენტო გადაიხდის სესხის გრაფიკის შესაბამისად მსესხებლის პარალელურად.

შესაძლებელია თუ არა ერთმა ბენეფიციარმა ერთდროულად ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტით და შეღავათიანი აგროლიზინგით?

დიახ, შესაძლებელია ერთდროულად შეღავათიანი აგროკრედიტით და შეღავათიანი აგროლიზინგით ერთი ბენეფიციარის თანადაფინანსება თუ ლიზინგისა და სესხის ჯამი არ აღემატება 1 500 000 ლარს.

შესაძლებელია თუ არა პარალელური სესხის აღება პროექტის ფარგლებში?

დიახ, შესაძლებელია პარალელური სესხების გაცემა თუ მათი ჯამი არ აღემატება დადგენილ მაქსიმალურ ლიმიტს და თითოეული პარალელური სესხის თანხა არ არის მინიმალურ სალიმიტო თანხაზე ნაკლები.

შესაძლებელია თუ არა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსდეს სოკოს სასათბურე მეურნეობა?

დიახ, შესაძლებელია მიმდინარე პროექტის ძირითადი საშუალებების კომპონენტის ფარგლებში სოკოს სასათბურე მეურნეობის დაფინანსება.

რომელი სალიზინგო კომპანიები მონაწილეობენ შეღავათიანი აგროლიზინგის პროექტში?

შეღავათიანი აგროლიზინგის პროექტში მონაწილეობენ საქართველოს სალიზინგო კომპანია, თიბისი ლიზინგი და ბიეიჩელ ლიზინგი.

.

შეგიძლიათ განმიმარტოთ როდის ხორციელდება მეორადი უზრუნველყოფა?

ყოველი ახალი, არარეფირანსირებული სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა ხორციელდება სააგენტოს მიერ, რომელიც საფინანსო ინსტიტუტზე გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის მიერ საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ბანკი ახდენს პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციას და შედეგად ვერ ამოიღებს ნარჩენი ძირითადი თანხის 100 %-ს, სააგენტო უზრუნველყოფს სხვაობის შევსებას ნარჩენი ძირითადი თანხის 50%-ის ოდენობით.

შესაძლებელია თუ არა სესხის რეფირანსირება მიმდინარე პროექტის ფარგლებში?

დიახ, შესაძლებელია თუ  სესხი გაცემულია მიმდინარე პროექტის ფარგლებში და აღნიშნული მიზნობრიობა კვლავ ფინასდება.

შემიძლია თუ არა ერთდროულად ვისარგებლო მიმდინარე პროექტის ორივე კომპონენტით?

ამ ეტაპზე შეგიძლიათ ისარგებლოთ ძირითადი საშუალებების კოპონენტით, მექანიზაციის ქვეკომპონენტით, ლიზინგით, ლიზინგის მექანიზაციის ქვეკომპონენტით და აწარმოე საქართველოს სოფლის მეურნეობის ნაწილით პარალელურად, დადგენილი ლიმიტების ფარგლებში.

შესაძლებელია თუ არა კერძო სესხის რეფირანსირება მიმდინარე პროექტის ფარგლებში?

2015 წლის 1 იანვრიდან კერძო სესხის რეფირანსირება მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაუშვებელია. ასეთი ტიპის სესხის რეფირანსირება შესაძლებელი იყო 2015 წლის 1 იანვრამდე.

დასაშვებია თუ არა დაფინანსდეს მიმდინარე პროექტის ფარგლებში საოფისე ფართის მშენებლობა?

მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაუშვებელია მხოლოდ საოფისე ფართის მშენებლობა/რემონტი/აღჭურვა.

დანერგე მომავალი
სად უნდა წარვადგინო განაცხადი და პროექტში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაცია?

შევსებული განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში ან თქვენი რეგიონის/მუნიციპალიტეტის საკონსულტაციო ცენტრში.

იურიდიული პირის შემთხვევაში ვინ არის განაცხადის წარმოდგენაზე უფლებამოსილი პირი?

განაცხადის შესაძლებელია წარმოადგინოს დირექტორმა/თავმჯდომარემ (კოოპერატივის შემთხვევაში) ან პროექტში წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა სხვა პირმა.

დოკუმენტაციის შემოტანისას საჭიროა თუ არა საჯარო რეესტრიდან განახლებული ამონაწერის მომზადება?

არა, არ არის სავალდებულო წარმოადგინოთ განახლებული ამონაწერი. ამონაწერის მიხედვით იდენტიფიცირებადი უნდა იყოს მიწის მესაკუთრე, მიწის ფართობი უნდ იყოს დაზუსტებული და არ უნდა ედოს ყადაღა.

რა ფორმით მეცნობება გადწყვეტილება განაცხადზე?

გადაწყვეტილება გეცნობებათ წერილობით, თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე ან განაცხადში მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე.

განაცადის უარყოფის შემთხვევაში, მაქვს თუ არა შესაძლებლობა ხელახლა მივმართო სააგენტოს დაფინანსების მისაღებად?

თქვენ შეგიძლიათ ხარვეზის გამოსწორების შემდგომ ხელახლა წარადგინოთ სააგენტოში განაცხადი შესაბამისი დოკუმენტაციით.

სავალდებულოა თუ არა ტრეინინგების გავლა?

ტრეინინგებში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში უძრავ-მოძრავი ქონების ან წილების/აქციების ფლობა ჩამეთვლება თუ არა თანამონაწილეობად?

პროგრამის კომპონენტით გათვალისწინებულია მხოლოდ ფულადი თანამონაწილეობა.

 

უძრავ-მოძრავი ქონების ან წილების/აქციების ფლობა ჩამეთვლება თუ არა თანამონაწილეობად?

პროექტით გათვალისწინებულია მხოლოდ ფულადი თანამონაწილეობა.

თუ მიწის ნაკვეთი ოჯახის საკუთრებაა და რეგისტრირებულია ოჯახის ერთ-ერთ წევრზე, შეუძლია თუ არა სხვა წევრს მიიღოს პროექტში მონაწილეობა?

პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პოტენციური ბენეფიციარი თავად იყოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.

რითი უნდა დავადასტურო თანამონაწილეობის თანხის არსებობა?

თანხის არსებობის დადასტურება არ მოითხოვება.

სად შემიძლია შევიძინო ნერგი?

ნერგი უნდა შეიძინოთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შერჩეული ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობიდან ან ნერგის იმპორტის გზით.

 

განაცადის უარყოფის შემთხვევაში, მაქვს თუ არა შესაძლებლობა ხელახლა მივმართო სააგენტოს დაფინანსების მისაღებად?

განაცადის უარყოფის შემთხვევაში, მაქვს თუ არა შესაძლებლობა ხელახლა მივმართო სააგენტოს დაფინანსების მისაღებად?

სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში რითი უნდა დავადასტურო თანამონაწილეობის თანხის არსებობა?

თანხის არსებობა დასტურდება ცნობით ბანკიდან შესაბამისი თანხის ანგარიშზე არსებობის შესახებ.

სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში რითი უნდა დავადასტურო თანამონაწილეობის თანხის არსებობა?

სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში  რითი უნდა დავადასტურო თანამონაწილეობის თანხის არსებობა?

თუ მიწის ნაკვეთი ოჯახის საკუთრებაა და რეგისტრირებულია ოჯახის ერთ-ერთ წევრზე, შეუძლია თუ არა სხვა წევრს მიიღოს პროექტში მონაწილეობა?

პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პოტენციური ბენეფიციარი თავად იყოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.

 

ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამა
ვის შეუძლია პროექტში მიიღოს მონაწილეობა?

მიმდინარე პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ  პირს(გარდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა) და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს.

სად და როგორი ფორმით უნდა წარვადგინო განაცხადი?

www.arda.gov.ge-დან უნდა ჩამოტვირთოთ ტექნიკური დახმარების განაცხადის ფორმა და შევსებული განაცხადი წარადგინოთ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საქმისწარმოების სამსახურში/რეგიონალურ სამსახურში.

განაცხადთან ერთად რა დოკუმენტები უნდა წარმოვადგინო?

განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოთ თანმდევი დოკუმენტები სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საქმისწარმოების სამსახურში/რეგიონალურ სამსახურში. თანმდევი დოკუმენტების ნუსხა იხილეთ ვებ გვერდზე arda.gov.ge.

განაცხადზე გადაწყვეტილება რა ფორმით მეცნობება?

გადაწყვეტილება გეცნობებათ წერილობით, თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე ან განაცხადში მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე ან განაცხადში მითითებულ ელ .ფოსტაზე.

შპს-ს შემთხვევაში, შესაძლებელია თუ არა აღჭურვილობის შეძენაზე განაცხადის გაკეთება?

არა. აღჭურვილობის შეძენის მოთხოვნაზე განაცხადის გაკეთება შეუძლია მხოლოდ სასოფლო სამეურნეო კოოპერატივს.

რა იგულისხმება აღჭურვილობაში?

წარმოებული პროდუქტის საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო მანქანა-დანადგარები (მათ შორის, ეტიკეტირების, დამჭრელი, დოზირების, დამფასოებელი, ჩამოსასხმელი, თარიღატორი)

სურსათის უვნებლობის რომელი სისტემის/სტანდარტის დანერგვა შემიძლია?

სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო ნებისმიერი სისტემის/სტანდარტის, მათ შორის, ბიოსერტიფიცირების;

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი
სავალდებულოა თუ არა საკონსულტაციო კომპანიის მომსახურება?

დიახ, სავალდებულოა, ვინაიდან თქვენი პროექტის საბოლოო დამტკიცებისათვის აუცილებელია დადგენილი სტანდარტის ბიზნეს გეგმის წარმოდგენა. საკონსულტაციო კომპანიის მიერ ბიზნეს გეგმის შედგენა გაგიადვილებთ ამ პროცესს.

 

შეიძლება თუ არა ბანკის ან სალიზინგო კომპანიის დაფინანსების საკუთარი ფულადი სახსრებით ჩანაცვლება?

დაფინანსების მისაღებად საბანკო კრედიტით ან ლიზინგით სარგებლობა არ არის სავალდებულო. თქვენი თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს პროექტის ღირებულების მინიმუმ 10 % -ს, რომელიც შესაძლებელია თქვენი სურვილისა და შესაძლებლობის ფარგლებში გაიზარდოს და შეაგდენდეს პროექტის ჯამური ღირებულების 60 %-საც კი;

აუცილებელია თუ არა პროექტების პირობების გასაცნობად ვებ გვერდზე რეგისტრაცია?

სააგენტოს პროექტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ვებ გვერდზე რეგისტრაციის გარეშე. რეგისტრაცია სავალდებულოა სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში განაცხადის წარმოსადგენად;

შესაძლებელია თუ არა მოქმედი საწარმოს დაფინანსება გაფართოების მიზნით?

პროექტის ფარგლებში მოქმედი საწარმოების გაფართოება/მოდერნიზაცია არ დაფინანსდება. გათვალისწინებულია მხოლოდ ახალი საწარმოების შექმნის დაფინანსება, თუმცა თუ კომპანიას გააჩნია მიმდინარე კომერციული საქმიანობა, მას შეუძლია მიიღოს დაფინანსება ახალი საწარმოს შესაქმნელად;

სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტთან დაკავშირებით: რა სახით ხდება განაცხადის შევსება?

გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტში განაცხადის შემოტანა ხდება ელექტრონულად.

რეგისტრაციის შემდგომ არ მომივიდა ელ. წერილი ბმულით, როგორ მოვიქცე?

ცალკეულ შემთხვევაში ელ. წერილი შესაძლოა მოხვდეს ე.წ. „Junk” ან “spam” ფოლდერებში. იმ შემთხვევაში, თუ ამ ფოლდერებშიც არ არის ელ.წერილი, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის საშუალებით და ვეცდებით უმოკლეს ვადაში გამოვასწოროთ ტექნიკური ხარვეზი;

რომელი დარგები დაფინანსდება?

პროექტის ფარგლებში დასაფინანსებელი დარგებისა და რაიონების დეტალური სია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე მიზნობრივი სეგმენტი

ვებ გვერდზე რეგისტრაციის გასავლელად არც ერთ ველს არ აწერია სათაური. როგორ მოვიქცე?

პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ რომელი ბრაუზერით ხართ შესული ვებ გვერდზე. თუ ეს Internet Explorer-ია, გადაამოწმეთ რომელი ვერსიაა. www.apma.ge მორგებულია ახალ, Internet Explorer 11-ზე. თუ თქვენი ბრაუზერი მოძველებულია, განაახლეთ ვერსია (Internet Explorer11) და თავიდან სცადეთ დარეგისტრირება. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი ბრაუზერებით: Mozilla Firefox, Opera, Google Chrome, რომლებზეც არანაირი სახის შეზღუდვა არ ვრცელდება და რომელთა ჩამოტვირთვაც შეგიძლიათ ბმულებიდან:  Mozilla Firefox;  Opera;  Google Chrome;

როგორ შევავსო განაცხადი?

განაცხადის შევსების ვიდეო ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: ვიდეო ინსტრუქცია

მითითებული რაიონების გარდა, შესაძლებელია თუ არა სხვა რაიონებში საწარმოების შექმნის დაფინანსება?

პროექტის ფარგლებში არის განსაზღვრული ის რაიონები, სადაც უნდა განხორციელდეს ახალი საწარმოების შექმნა, ასევე განსაზღვრულია ის დარგები რომლებიც დაფინანსდება. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადით არის გათვალისწინებული საწარმოს შექმნა ისეთ რაიონში რომელიც არ არის ჩამონათვალში, მოხდება განაცხადის უარყოფა;  

როგორ გამოვაგზავნო პროექტი?

პროექტის შედგენის, დოკუმენტების დამატებისა და გაგზავნის ვიდეო ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: ვიდეო ინსტრუქცია

განაცხადის შესავსებად სავალდებულოა თუ არა ვფლობდე კომპანიას?

თქვენ შეგიძლიათ წარმოადგინოთ განაცხადი ფიზიკური პირის სახელით, იმ პირობით, რომ დაფინანსების დამტკიცების შემთხვევაში განხორციელდება შესაბამისი კომპანიის დაფუძნება, ვინაიდან პროექტით გათვალისწინებულია მხოლოდ იურიდიული პირების დაფინანსება.

რამდენი განაცხადის შევსება შეუძლია ერთ მომხმარებელს?

ერთი პირის მიერ წარმოდგენილი განაცხადების რაოდენობა არ არის შეზღუდული;

როგორ შევიტყობ ჩემ მიერ წარმოდგენილი განაცხადის პასუხს?

თქვენ მიერ წარმოდგენილი განაცხადის განხილვის შედეგები აისახება ვებ გვერდის განყოფილებაში - „ჩემი განაცხადები“. ასევე გეცნობებათ რეგისტრირებისას მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე გამოგზავნილი წერილის საშუალებით;

 

შემიძლია თუ არა შემოვიტანო განაცხადი კომპანიის სახელით რომელშიც არ ვმუშაობ?

განაცხადის შემოტანა შეუძლია ნებისმიერ პირს, ვისაც გააჩნია უფლება წარმოადგენდეს კომპანიას კომპონენტში. ამავდროულად, წარმომდგენი შესაძლებელია არ მუშაობდეს უშუალოდ კომპანიაში;

რა დამიჯდება საკონსულტაციო კომპანიის მომსახურება?

საკონსულტაციო კომპანიის მომსახურების ხარჯებს სრულად აანაზღაურებს ა(ა)იპ "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო".

შემიძლია თუ არა პროექტის ფარგლებში შევიძინო ავტოტრანსპორტი?

პროექტის ფარგლებში ნებადართულია მხოლოდ საწარმოო დანიშნულების ავტოტრანსპორტის შესყიდვა.

ვფლობ მიწის ნაკვეთს / შენობას სადაც უნდა განთავსდეს საწარმო, ჩამეთვლება თუ არა თანამონაწილეობად?

არა, პროექტის ფარგლებში გათვალისიწნებულია მხოლოდ ფულადი თანამონაწილეობა;

რა მოხდება თუ სააგენტოს თანადაფინანსების შემდეგ ბანკმა უარი განაცხადა სესხის გაცემაზე?

თუ თქვენ ვერ უზრუნველყავით საბანკო/სალიზინგო დაფინანსების კომპონენტით საჭირო სახსრების მოძიება და ამასთან ვერ ჩაანაცვლეთ ის საკუთარი თანამონაწილეობით, ვერ მიიღებთ სააგენტოს თანადაფინანსებას;

თუ ბანკმა არ დამიმტკიცა სესხი, შემიძლია თუ არა მივმართო სხვა ბანკს ან საფინანსო ინსტიტუტს?

იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს თანადაფინანსების დამტკიცების შემდეგ ბანკმა უარი განაცხადა სესხის გაცემაზე, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ პროექტში ჩართულ ნებისმიერ სხვა საფინანსო ინსტიტუტს;

შეიძლება თუ არა სესხის დასამტკიცებლად მივმართო ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც არ არის ჩართული პროექტში?

არა, ვინაიდან სესხის/ლიზინგის გადახდის შემსუბუქების მიზნით, სააგენტო ახორციელებს საპროცენტო ხარჯის ნაწილობრივ თანადაფინანსებას. კერძოდ: თქვენს სესხზე გადასახდელი სარგებელიდან წლიურ 11 %-ს გადაიხდის სააგენტო, რისთვისაც აუცილებელია სააგენტოს გააჩნდეს ბანკთან/სალიზინგო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს ამ ურთიერთობებს, შესაბამისად, ამგვარი ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში, სააგენტო ვერ განახორციელებს საპროცენტო ხარჯის თანადაფინანსებას;

მშენებლობის ან / და რემონტის ექსპერტიზის საჭიროების შემთხვევაში ვინ გასწევს ხარჯს?

ექსპერტიზას განახორციელებს სააგენტოს მიერ განსაზღვრული ექსპერტებიდან ერთ-ერთი, თქვენი შერჩევით. ექსპერტიზის ხარჯებს სააგენტო არ აანაზღაურებს;

შემიძლია თუ არა მივიღო დაფინანსება არსებული, მაგრამ გაჩერებული საწარმოს მოდერნიზაციისათვის?

პროექტი ითვალისწინებს მხოლოდ ახალი საწარმოების შექმნას. არ დაფინანსდება კერძო საკუთრებაში არსებული გაჩერებული საწარმოს მოდერნიზაცია;

შემიძლია თუ არა მონაწილეობის მიღება „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტში თუ უკვე ვარ ჩართული „შეღავათიანი აგრო-კრედიტის“ პროექტში და ვსარგებლობ რომელიმე კომპონენტით?

შეგიძლიათ. „სასოფლო სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ პროექტი არ ზღუდავს შეღავათიანი აგრო-კრედიტით სარგებლობას.

რა სახის შემნახველი საწარმოების დაფინანსება მოხდება?

დაფინანსდება მხოლოდ ახალი სამაცივრე ან/და მშრალი სასაწყობო საწარმოების შექმნა, არანაკლებ 200 ტ ტევადობით.

რა სახის პროდუქციის შემნახველ საწარმოზე გავრცელდება თანადაფინანსება?

შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ყველა სახის საწარმო. გარდა:

ა) მარცვლეულის შემნახველი საწარმო;

ბ) რძისა და რძის პროდუქტების შემნახველი საწარმო;

გ) ხორცისა და ხორცპროდუქტების შემნახველი საწარმო;

დ) თევზისა და თევზპროდუქტების შემნახველი საწარმო.

აგროდაზღვევა
რამდენი სადაზღვევო კომპანია იღებს პროექტში მონაწილეობას?

აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობას იღებს საქართველოში ლიცენზირებული 8 სადაზღვევო კომპანია: ,,ალდაგი’’, ,,ევროინს ჯორჯია’’, ჯი პი აი ჰოლდინგი’’, ,,არდი ჯგუფი’’, ,,ალფა’’, ,,თიბისი დაზღვევა’’, ,,საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი’’ და ,,გლობალ ბენეფიტს ჯორჯია’’ .

ვფლობ საკუთრებაში 10 ჰა მიწის ფართობს, შემიძლია თუ არა პროექტში მონაწილეობის მიღება?

აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში დაზღვევას ექვემდებარება არა უმეტეს 5 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი, მარცვლეული კულტურის  დაზღვევის შემთხვევაში - არა უმეტეს 30 ჰა. შესაბამისად, 10 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთის ფლობისას სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა 5 ჰა ფართობისთვის.

 

 

ვის უნდა მივმართო მოსავლის დასაზღვევად?

მოსავლის დასაზღვევად დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს პროგრამაში მონაწილე სადაზღვევო კომპანიებს. 

აუცილებელია თუ არა მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში იყოს დარეგისტრირებული?

მიწის ნაკვეთს უნდა გააჩნდეს საკადასტრო კოდი.

როდის შედის სადაზღვევო კომპანიის ვალდებულება ძალაში?
  •  ერთწლიან კულტურებთან შემთხვევაში − თუ სადაზღვევო რისკი მომხდარია მას შემდეგ, რაც ნაკვეთზე ჩატარებულია შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო კულტურის აგროწესებითა და აგროვადებით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება, სასოფლო-სამეურნეო კულტურის 90% თანაბრად აღმოცენებულია და იმყოფება სავეგეტაციო პერიოდის მიწისზედა ორგანოების (მინიმუმ 10 სმ) განვითარების ფაზაში და მოქმედებს მოსავლის აღებამდე, სანერგე მასალის (ჩითილი) დარგვის შემთხვევაში − სანერგე მასალის (ჩითილის) ღია გრუნტში გადარგვიდან არაუადრეს 10 კალენდარული დღისა;
  • მრავალწლიან კულტურებთან მიმართებით − თუ სადაზღვევო რისკი მომხდარია მას შემდეგ, რაც:

- ხილი − დაზღვეულ ტერიტორიაზე ხეებზე ნაყოფის 50% მიაღწევს 0.8 სმ-ს დიამეტრში, გარდა ბლის, ალუბლისა და თხილისა, რომელთა შემთხვევაშიც დაზღვევა ძალაში შედის იმ მომენტიდან, როცა ნაყოფი მიაღწევს 0.4 სმ-ს დიამეტრში;
- კენკრა − მცენარეს გავლილი აქვს ყვავილობის ფაზა, ნაყოფი ხდება მკვეთრადგარჩევადი და ფორმირებულია ბუჩქზე;
- ყურძენი − გამოტანილია მტევანი (როდესაც მტევანი გაშლილი და ვიზუალურად გარჩევადია).
     

რომელი სადაზღვევო რისკისგან არის შესაძლებელი მოსავლის დაზღვევა?

აგროდაზღვევის პროგრამის შესაბამისად ანაზღაურებას ექვემდებარება დაზღვევის ობიექტისთვის მიყენებული ზიანი, რომელიც გამოწვეული იქნება: სეტყვისგან, წყალდიდობისგან, ქარიშხლისგან და საშემოდგომო ყინვისგან (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის, 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში).

ჩამონათვალში მითითებული კულტურის გარდა შესაძლებელია თუ არა სხვა კულტურის დაზღვევა?

იმ სასოფლო-სამეურნეო კულტურის დაზღვევა, რომელიც  არ არის მითითებული დასაზღვევ კულტურათა ჩამონათვალში, მოხდება პროგრამაში მონაწილე ყველა სადაზღვევო კომპანიასა და სააგენტოს შორის შეთანხმებით. 

ვის უნდა მიმართოს ბენეფიციარმა სტიქიური მოვლენის დადგომისას?

მოვლენის დადგომისას ბენეფიციარი ვალდებულია, შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე სადაზღვევო კომპანიას ან სამინისტროს ცხელ ხაზს 24 საათის განმავლობაში სატელეფონო ზარით. ამავდროულად, 5 სამუშაო დღეში ტელეფონით ან ელექტრონულად მზღვეველთან დააზუსტოს შემდეგი ინფორმაცია: დამზღვევის პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, სადაზღვევო პოლისის ნომერი, დამზღვევის საკონტაქტო ტელ. ნომერი, დაზღვეული დაზიანებული ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ფართობი და განხორციელებული რისკი.

როგორ განისაზღვრება სახელმწიფო სუბსიდირება?

ვაზის გარდა ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე სააგენტოს თანამონაწილეობა არის 70%, ვაზის შემთხვევაში კი 50%.

რა ვადაში ხდება ზიანის შეფასება?

ბენეფიციარის იდენტიფიცირებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების შემთხვევაში, 21 კალენდარული დღის ვადაში მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების შემთხვევაში და 30 კალენდარული დღის ვადაში ციტრუსოვანი კულტურების შემთხვევაში. ამასთან, ერთი დაზღვეული რისკის დადგომის შედეგად კონცენტრირებულ გეოგრაფიულ ერთეულზე (მუნიციპალიტეტი) სადაზღვევო კომპანიის დაზღვეული ნაკვეთების 51% დაზიანების შემთხვევაში, შესაძლებელია ვადა გაგრძელდეს არა უმეტეს 30 კალენდარულ დღემდე.

როდის ხდება ზიანის ანაზღაურება?

მოსავლის აღების პერიოდში სასოფლო-სამეურნეო კულტურის საშუალო საბაზრო ფასის დადგენიდან 15 სამუშაო დღეში სადაზღვევო კომპანია ვალდებულია ბენეფიციართან გააფორმოს ანაზღაურების აქტი, ხოლო სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა ხდება სადაზღვევო ანაზღაურების აქტის ხელმოწერიდან 15 სამუშაო დღეში.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა
სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაციის ფართობის იჯარით აღების სურვილის შემთხვევაში ვის უნდა მიმართოს ბენეფიციარმა ?

იმ შემთხვევაში, თუ მიწა საერთოდ არ არის რეგისტრირებული, პოტენციური ბენეფიციარი სააგენტოში წარმოადგენს მიწის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტაციას(კერძოდ, ცნობას მიწის კატეგორიის შესახებ და აზომვით ნახაზებს (როგორც ბეჭდურს, ასევე დისკზე), რის შემდეგაც სააგენტო მიმართავს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიწის რეგისტრირების თაობაზე. თუ მიწა არის რეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრებად, პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა მიმართოს სოფლის მეურნეობის  პროექტების მართვის სააგენტოს და წარმოადგინოს თანმდევი დოკუმენტაცია.  

 

რამდენ ჰექტარზე გაშენებულ სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაციას უნდა ფლობდეს პოტენციური ბენეფიციარი იმისათვის , რომ შეძლოს პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაციის ფართობი არ უნდა შეადგენდეს 5 ჰა-ზე ნაკლებს და არ უნდა აღემატებოდეს 300 ჰა-ს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს თანადაფინანსების მისაღებად საკუთრებაში უნდა ჰქონდეს ჯამურად არანაკლებ 5 ჰა და არაუმეტეს 50 ჰა ჩაის პლანტაცია.

ვის უნდა მივმართოთ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად  პოტენციურმა ბენეფიციარმა განცხადებით უნდა მიმართოს ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის  პროექტების მართვის სააგენტოს და წარმოადგინოს თანმდევი დოკუმენტაცია.

მსურს სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაციის ფართობის ანალიზის გაკეთება და ვის უნდა მივმართო?

იმ შემთხვევაში,  თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სადაც გაშენებულია სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაცია არის პოტენციური ბენეფიციარის ან სახელმწიფოს საკუთრებაში, პოტენციური ბენეფიციარი მიმართავს შპს „ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრს (ანასეული) და წარუდგენს მიწის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტაციას.

რა პირობებით ხდება დაფინანსების მიღება?

პროგრამის ბენეფიციარი საკუთრებაში არსებული სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაციის ფართობის შემთხვევაში დაფინანსდება სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 60%-ის ოდენობით, იჯარის შემთხვევაში-70%-ის ოდენობით, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები საკუთრებაში არსებული სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაციის ფართობის შემთხვევაში-80% და იჯარით ფლობის შემთხვევაში- 90%.

რა ვადებში ხორციელდება განაცხადების განხილვა?

პოტენციური ბენეფიციარის შერჩევის რიგითობა განისაზღვრება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში მეწარმე სუბიექტების მიერ განაცხადის (თანმდევ დოკუმენტაციასთან ერთად) სრულყოფილად წარმოდგენის თარიღით.

რა უპირატესობით სარგებლობენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები?

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემათ ჩაის პირველადი დამუშავების მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები და ინვენტარი  ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს შენობის ექსპლუატაციაში მიღების აქტის წარმოდგენიდან 12  თვის ვადაში.