ქართული დაფნა - დაფნის გადამამუშავებელი საწარმო ვანში

საწარმოს შექმნის ფინანსური მხარდაჭერა „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში მოხდა. განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობა 597 482 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 239 000 აშშ დოლარია. კომპანია წელიწადში 236 ტონა სხვადასხვა ხარისხის დაფნის ფოთოლს აწარმოებს, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქციის რეალიზაცია მთლიანად საექსპორტო ბაზრებზე ხორციელდება. საწარმოში 53 ადამიანია დასაქმებული. კომპანიაში 2017 წლის ბოლომდე USAID/REAP-ისა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი - ISO 22:000 დაინერგება.

 

სხვა ისტორიები

ყველას ნახვა
საქართველოში ერთადერთი საწარმო, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის ცივად დაწურულ, ორგანულ წვენებს აწარმოებს

საქართველოში ერთადერთი საწარმო, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის ცივად დაწურულ, ორგანულ წვენებს აწარმოებს

კომპანიამ, ,,ჯორჯიაზ ნეიჩრლ”, სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნა ხილისა და...