დავით ბერუაშვილი - მან დანერგა მომავალი

დავით ბერუაშვილი პროგრამაში 2015 წლის 7 დეკემბერს ჩაერთო და 5.1 ჰექტარზე ქლიავისა და ტყემლის ბაღების გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 24,650 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 11,900 ლარი ნერგებზე ხოლო 12,750ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.

საქართველოს მასშტაბით ხეხილის ახალი ბაღები 1,438 ჰა-ზე გაშენდა, რომლის დაფინანსების მოცულობა 7,4 მილიონ ლარს აღემატება.

„დანერგე მომავალი“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

აგროპროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:

• ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;

• სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.

სხვა ისტორიები

ყველას ნახვა
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის  ,,პომონა" წევრი გიორგი ფურცელაძე გაგვაცნობს თავიანთ წარმატების ისტორიას

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ,,პომონა" წევრი გიორგი ფურცელაძე გაგვაცნობს თავიანთ წარმატების ისტორიას

გორის მუნიციპალიტეტ სოფელ მეჯვრისხევში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა...