სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ,,პომონა" წევრი გიორგი ფურცელაძე გაგვაცნობს თავიანთ წარმატების ისტორიას

გორის მუნიციპალიტეტ სოფელ მეჯვრისხევში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „პომონამ“ "დანერგე მომავალი" პროგრამის ფარგლებში ვაშლისა და ბლის ბაღები 12 ჰა-ზე გააშენა.

კოოპერატივმა, ნერგების, სარწყავი და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობისათვის სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების სახით 120,000 ლარი მიიღო.

ასევე, „პომონა“ შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ბენეფიციარია, სესხის ოდენობა 645,000 ლარს შეადგენს.

სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად - პროგრამის „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის" ფარგლებში 500,000 ლარი თანადაფინანსებით სარგებლობს.

სხვა ისტორიები

ყველას ნახვა